weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ძალიან ბევრ ამომრჩეველს პირადობის მოწმობა აქვს ჩამორთმეული – ბოტკოველი

11:26 შაბათი, 30 ოქტომბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, არჩევნების დღე დარღვევებით დაიწყო.

„ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს არჩევნებზე მისვლას იმის გამო, რომ მათ ფიზიკურად არ აქვთ პირადობის მოწმობა და აქვთ ჩამორთმეული. ასევე დარღვევებია კოვიდრეგულაციების მიმართულებით. არიან კონკრეტული ადამიანები, მაგალითად, კომისიის წევრები, მათ შორის თავმჯდომარე, რომელიც არის კოვიდინფიცირებულთა სიაში, მაგრამ დღეს არის საარჩევნო უბანზე. ამის შესახებ არაერთი საჩივარია დაწერილი. ასევე, არის მცდელობა, რომ ამომრჩევლები, რომლებიც არიან კოვიდინფიცირებულთა სიაში, მივიდნენ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად“, – განაცხადა ბოტკოველმა.

თელავის მუნიციპალიტეტში დღეს მერის არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელშიც „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან ანდრიაშვილი მონაწილეობს. პირველ ტურში მან ამომრჩეველთა ხმების 46.7% (13 800 ხმა) მიიღო, ხოლო გიორგი ბოტკოველმა – 45.4% (13 411 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]