weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჰაერში მართლაც ტრიალებს გამარჯვების სურნელი – მელია

13:10 შაბათი, 30 ოქტომბერი 2021

„ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გაიმარჯვებს კოალიციური მმართველობა და ამის საფუძველს იძლევა წინასწარი მონაცემები, რომელიც არსებობს. საარჩევნო უბნებზე გამოცხადება 10 საათისთვის არის გაცილებით მაღალი, ვიდრე პირველ ტურში. როგორც წესი, მეორე ტურებში გამოცხადება ნაკლებია, მაგრამ წელს არის გამონაკლისი, რისი იმედიც მქონდა. ეს ნიშნავს, რომ თბილისი იღვიძებს“, – განაცხადა ოპოზიციიდან თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, „ქართულ ოცნებას“ თბილისში ხელისუფლების დათმობა მოუწევს. 

„ჰაერში მართლაც ტრიალებს გამარჯვების სურნელი. მსგავსი არაფერი შეიმჩნეოდა პირველ ტურში. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ნუ იდარდებს, ნუ ინერვიულებენ, ასე მუშაობს დემოკრატია. მესმის, რომ მათ ხელისუფლების დათმობის შიშები აქვთ, მაგრამ ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო და ეს ხდება დღეს, ეს ხდება თბილისში, ეს ყველაფერი თბილისიდან იწყება.

თბილისში გამარჯვების შემდეგ შევქმნით პრეცედენტს, საქმით დავამტკიცებთ, რომ კოალიციური მმართველობა ერთადერთი სწორი ფორმაა მმართველობის, რომელიც ცენტრალურ დონეზე იქნება გადატანილი“, – თქვა ნიკა მელიამ.

არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი), 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს ირჩევენ.

10:00 საათისთვის თბილისში აქტივობამ 7.4% შეადგინა – 1 002 525 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 74 527-მა გააკეთა. 2 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში, აქტივობა 7% იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]