weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თვითმმართველი ქალაქებიდან რუსთავში აქტივობა 19.2%-ია, ქუთაისში – 16.7%

13:34 შაბათი, 30 ოქტომბერი 2021

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, 12:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ 17.18% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე 358 782 ამომრჩეველი მივიდა. პირველ ტურში აქტივობა 17.72% იყო. 

თბილისში 1 002 525 ამომრჩევლიდან ხმა 164 929-მ მისცა (16.5%). პირველ ტურში აქტივობა უფრო დაბალი იყო და 15.8%-ს შეადგენდა. დანარჩენ 4 თვითმმართველ ქალაქში, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა ასეთი იყო:

  • რუსთავი – 19.2% (106 869 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 20 517-მა)
  • ბათუმი – 18.4% (147 964 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 27 194-მა)
  • ფოთი 9% – (41 028 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 7335-მა)
  • ქუთაისი – 16.7% (153 726 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 25 712-მა)

რეგიონების მიხედვით, 12:00 საათისთვის აქტივობა ასეთია:

  • რაჭა ლეჩხუმი – 24.6% (3089 ამომრჩეველი)
  • გურია – 20% (12 371 ამომრჩეველი)
  • ქვემო ქართლი – 19.2% (20 517 ამომრჩეველი)
  • აჭარა – 18.8% (37 470 ამომრჩეველი)
  • იმერეთი – 17.2% (39 607 ამომრჩეველი)
  • კახეთი – 17.8% (10 594 ამომრჩეველი)
  • მცხეთა-მთიანეთი – 13.2% (2218 ამომრჩეველი)
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 17.5% (54 127 ამომრჩეველი)
  • შიდა ქართლი – 15.5% (13 860 ამომრჩეველი)

არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს ირჩევენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]