weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სუს-მა გადაწყვიტა, მერიის 400 თანამშრომელს პირადობები ჩამოართვას – დეკანოიძე

14:08 შაბათი, 30 ოქტომბერი 2021

ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს პირადობის მოწმობებს ართმევს. როგორც დეკანოიძე ამბობს, ამის მტკიცებულება გააჩნია და პროკურატურას მიმართავს.

„მინდა პირდაპირი გაფრთხილება მივცე მუნიციპალურ სამსახურს, მათ შორის, სუს-ს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს ჩამოართვას პირადობის მოწმობები. ჩვენ გვიკავშირდებიან ეს ადამიანები, რამდენიმეს გადასცეს ჩვენი აქტიური ჩარევის შემდეგ, მაგრამ დაუყოვნებლივ გადაეცით უკან პირადობის მოწმობები, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ფაქტები და ამაზე აუცილებლად შევიტანთ, მათ შორის, პროკურატურაში საჩივარს, რომელიც გულისხმობს ადამიანებისთვის ხმის უფლების წართმევას“, – განაცხადა დეკანოიძემ პრესკომფერენციაზე.

ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის კონკურენტი „ქართული ოცნების“ წევრი იოსებ ხახალეიშვილია. არჩევნების პირველ ტურში, ხახალეიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 41.45%-ის (27 093 ხმა) მიღება შეძლო, ხოლო დეკანოიძემ 43.3%-ის (28 325 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]