weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 20-დან 18 მუნიციპალიტეტში არჩევნებს მყარად ვიგებთ – კობახიძე

17:15 შაბათი, 30 ოქტომბერი 2021

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 20-დან 18 მუნიციპალიტეტში არჩევნებს „ქართული ოცნების“ კანდიდატები იგებენ. კობახიძის თქმით, 2 მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები 50%-იან ზღვართან ახლოს არიან.

როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, ეს მონაცემები პარტიის აქტივის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება.

„არსებული მონაცემებით უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კანდიდატები 20-დან 18 მუნიციპალიტეტში არჩევნებს მყარად იგებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები 2 მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50%-იან ზღვართან.

შესაბამისად, საჭიროა ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა, რათა ბოროტებამ არცერთ მუნიციპალიტეტში არ გაიმარჯვოს.

შეგახსენებთ, რომ 2024 საქართველოში აღარ ჩატარდება არავითარი არჩევნები. ყველა ამომრჩეველი, რომელიც ჯერ არ მისულა საარჩევნო უბანზე და ჯერ არ გაუკეთებია, მოგიწოდებთ და გთხოვთ, გამოიყენოთ ეს შანსში, რათა თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში პოლარიზაციის, ბოროტების, სიძულვილისა და სიცრუის დამარცხებაში“, – განაცხადა კობახიძემ.

არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს ირჩევენ.

ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]