weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დეპუტატი ანა წითლიძე აცხადებს, რომ დააკავეს

17:57 შაბათი, 30 ოქტომბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ  ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დააკავეს.

„დაგვაკავეს მე და ჩემი წარმომადგენელი უბანზე იმის გამო, რომ არ დავუშვით კარუსელი. იყავით ფხიზლად უბნებზე და იბრძოლეთ! ყველაფერი იქნება მაგრად, მალე შემოგიერთდებით!“, – წერს ანა წითლიძე.

არსებული ინფორმაციით, წითლიძე 21-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა პოლიციის მანქანაში ჩასვეს. ის პარლამენტის წევრის იმუნიტეტით სარგებლობს, რაც გულისხმობს, იმას, რომ მისი დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით.

ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ანა წითლიძე აცხადებდა, რომ იქ სიტუაციის გასარკვევად იყო მისული.

„კომისიაში ჩვენი წევრებისგან გვქონდა ინფორმაცია, რომ აქ იყო „კარუსელის“ მცდელობა, რომელიც აღკვეთეს. მოვედი სიტუაციის გასარკვევად და ვნახე აბსოლუტურად უცნობი ადამიანები. დავიწყე ამის გარკვევა და დაიწყეს ჩემი წარმომადგენლების, ასევე კომისიის წევრების გამოყრა. „ქართული ოცნების“ წევრი ჩაიკეტა ოთახში. არ ვიცით, რატომ. ასე ჩაკეტილი, 25 წუთის განმავლობაში რაღაც ჩანთით იჯდა იქ. გვაქვს ეჭვი, რომ მას ჰქონდა ბიულეტენები გამზადებული რომ ჩაეყარა“, – აცხადებდა წითლიძე.

მისივე თქმით, საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახა.

ანა წითლიძის სავარაუდო დაკავებას კიდევ ერთ ინციდენტი უძღოდა წინ – ის ბლოკნოტის ქურდობაში დაადანაშაულა „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ორგანიზაციის, „კავშირი მწვანე დედამიწის“ დამკვირვებელმა. დამკვირვებელი ამტკიცებდა, რომ ბლოკნოტი, რომელსაც წითლიძე ჟურნალისტების წინ ათვალიერებდა, უბნის შიგნით ჰქონდა. ანა წითლიძე ამბობდა, რომ ბლოკნოტი დამკვირვებელს აივანზე დარჩა და აიღო.

„ღმერთიც კი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არის - ამ აურზაურში ბლოკნოტი დარჩა. იქ ეწერა საჯარო მოხელეების და მათი ოჯახის წევრების სახელები და გვარები, პირადი ნომრები. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საჯარო მოხელეებს და მათ ოჯახის წევრებს აიძულებენ, ხმა მისცენ. ასევე, ჩამოწერილი იყო იმ მოქალაქეების სია, რომლებზეც ჰგონიათ, რომ მათ მისცემენ ხმას, ვისზეც უნდა იმუშაონ და დააშინონ. ასევე იქ იყო ბუღალტერია, რომლის დათვალიერებაც ვერ მოვასწარით“, – განაცხადა წითლიძემ ჟურნალისტებთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]