„19:00 საათისთვის შემოსულია ჩვენი აქტივისგან მონაცემები და ამ მონაცემების თანახმად, ჩვენ არჩევნებს ვიგებთ 20-ვე მუნიციპალიტეტში, თუმცა ყველა ამომრჩეველს მოვუწოდებ მაქსიმალური აქტიურობისკენ. საჭიროა გამარჯვების ბოლომდე მიყვანა და ამისთვის თოთოეული ხმა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა უპრეცედენტო აქტიურობა დაფიქსირდა.
არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი), 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს ირჩევენ.