weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

19:00 საათის მონაცემებით, არჩევნებს 20-ვე მუნიციპალიტეტში ვიგებთ – კობახიძე

19:34 შაბათი, 30 ოქტომბერი 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 19:00 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს 20-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იგებენ.

„19:00 საათისთვის შემოსულია ჩვენი აქტივისგან მონაცემები და ამ მონაცემების თანახმად, ჩვენ არჩევნებს ვიგებთ 20-ვე მუნიციპალიტეტში, თუმცა ყველა ამომრჩეველს მოვუწოდებ მაქსიმალური აქტიურობისკენ. საჭიროა გამარჯვების ბოლომდე მიყვანა და ამისთვის თოთოეული ხმა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა უპრეცედენტო აქტიურობა დაფიქსირდა.

არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი), 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს ირჩევენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]