weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„იმედის“ ეგზიტპოლით თბილისსა და 3 დიდ ქალაქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ

20:10 შაბათი, 30 ოქტომბერი 2021
ტელეკომპანია „იმედის“ ფოტო ტელეკომპანია „იმედის“ ფოტო

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ტელეკომპანია „იმედმა“ მისი დაკვეთით და კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. ეზგიტოპოლის მიხევდვით, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატს, კახა კალაძეს 57.2% აქვს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკა მელიას – 42.8%. ეგიტპოლის შედეგები 18:00 საათამდე მონაცემებს ასახავს.

„იმედის“ ინფორმაციით, ეგზიტპოლი კიდევ სამ ქალაქში ჩატარდა და მისი შედეგები ასეთია:

რუსთავი:

ნინო ლაცაბიძე – „ქართული ოცნება“ – 53.8%

დავით კირკიტაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ – 46.2%

ქუთაისი:

იოსებ ხახალეიშვილი – „ქართული ოცნება“ – 51.9%

ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ – 48.1%

ბათუმი:

არჩილ ჩიქოვანი – „ქართული ოცნება“ – 50.8%

გიორგი კირთაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ – 49.2 %

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა „გორბიმ“ თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში ეგზიტპოლი 150 შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბანზე ჩაატარა. თბილისში შეირჩა 75 საარჩევნო უბანი, დანარჩენ ქალაქებში კი – თითოეულში 25 უბანი. გამოკითხული რესპონდენტები შეირჩნენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ინტერვალით, რათა დაცული ყოფილიყო საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რეპრეზენტატულობა. ცდომილების ზღვარი, ყველა ქალაქში, 95%-იანი საიმედობისას შეადგენს +/- 2.5%-ს. 18:00 მონაცემებით, გამოკითხულია 17 ათასზე მეტი ამომრჩეველი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]