weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ წინასწარი მონაცემების მიხედვით – პრემიერი

20:23 შაბათი, 30 ოქტომბერი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, თბილისსა და 19 მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ღარიბაშვილმა მხარდამჭერებს უკვე მიულოცა „მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება“.

„დიდი მადლობა ჩვენს ხალხს და ჩვენს მხარდამჭერებს. მადლობა უფალს, ძალიან კარგად, მშვიდად ჩატარდა არჩევნები და ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ წინასწარი მონაცემების მიხედვით. ახლა, რა თქმა უნდა, მშვიდად უნდა დაველოდოთ საბოლოო მონაცემების გამოცხადებას.

მე მინდა მივულოცო კახა კალაძეს გამარჯვება თბილისის მერის თანამდებობაზე. ასევე, მინდა მივულოცო ყველა ჩვენს კანდიდატს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მხარდამჭერებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც მიმართა და განაცხადა, რომ გამარჯვება ბოლომდე მიიყვანეს.

არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა 20:00 საათზე დასრულდა და ხმის დათვლის პროცესი დაიწყო. კენჭისყრის წინასწარი შედეგები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი), 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. მოქალაქეებმა 20 მერი და საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრი აირჩიეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]