weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„მთავარი არხის“ ეგზიტპოლით თბილისსა და 4 დიდ ქალაქში მერად ენმ-ის კანდიდატი აირჩიეს

20:33 შაბათი, 30 ოქტომბერი 2021

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. ტელეკომპანიის ცნობით, 5 ქალაქში კვლევა მათი დაკვეთით კომპანია „ანოვამ“ ჩაატარა. ეგზიტპოლის შედეგები 18:00 საათისთვის არსებულ მონაცემებს ასახავს.

„მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:

თბილისი:

ნიკა მელია – „ნაციონალური მოძრაობა“ –  51%

კახა კალაძე – „ქართული ოცნება“ –  49%

ზუგდიდი:

ანზორ მელია – „ნაციონალური მოძრაობა“ – 53%

მამუკა წოწერია – „ქართული ოცნება“ –  47%

ბათუმი:

გიორგი კირთაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ –  51%

არჩილ ჩიქოვანი – „ქართული ოცნება“ –  49%

რუსთავი:

დავით კირკიტაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ – 53%

ნინო ლაცაბიძე – „ქართული ოცნება“ – 47%

ქუთაისი:

ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ –  53%

იოსებ ხახალეიშვილი – „ქართული ოცნება“ – 47%

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, გამოკითხვა კომპანია „ანოვამ“დღეს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით ჩაატარა. შედეგების დათვლაზე იმუშავა სტატისტიკოსების ჯგუფმა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად. შესაძლო ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.

„მთავარ არხს“ არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია, რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]