weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 49% შეადგინა

21:46 შაბათი, 30 ოქტომბერი 2021

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 1 025 406-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.09%-ია. თბილისში კენჭისყრაზე 478 642 ამომრჩეველი მივიდა და 47.7%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

ცესკოს პრეს-სპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო უბნები, კანონმდებლობის შესაბამისად, 20:00 საათზე დაიხურა და მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი. მისივე თქმით, კენჭისყრის დროს სრულად იყო დაცული კოვიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციები, ცალკეულ შემთხვევბში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა ეს არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტის საფუძველი.

„საჩივრებისა და დარღვევების შესახებ ბოლო ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არ არის რაიმე ისეთი ტიპის საჩივარი, რომელიც არჩევნების შედეგებზე გავლენას მოახდენს. ძირითადად პროცედურული დარღვევები იყო“, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა – 59.9% (7518 ამომრჩეველი), ხოლო ყველაზე დაბალი – მცხეთა-მთიანეთში – 43.2% (7251 ამომრჩეველი).

თვითმმართველ ქალაქებში ყველაზე მაღალი, 52%-იანი აქტივობა ბათუმში იყო, ხოლო სხვა ქალაქებში ასეთი მონაცემებია:

  • რუსთავი – 49.63%
  • ფოთი – 49.7%
  • ქუთაისი – 45.45%

2 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში, ამომრჩეველთა აქტივობა ქვეყნის მასშტაბით 51.92% იყო, ხოლო თბილისში – 49.1%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]