weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

არ ვცნობ იმ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცესკო – უგულავა

01:05 კვირა, 31 ოქტომბერი 2021

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს თანამოქალაქე ფოთელს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, მაგრამ სამწუხაროდ, მეგობრებო, თქვენი ხმა გაყალბდა“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას თქმით, არჩევნები „არნახული ძალადობით“, დაშანტაჟებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და მოსყიდვით ჩატარდა.

„მე არ ვცნობ იმ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

ბუნებრივია, ჩვენ გავასაჩივრებთ, მაგრამ აქაც მოჯადოებული წრეა, პირდაპირი მნიშვნელობით და არა ფიგურალურად, ეს არჩევნები მიდის ადმინისტრაციული წესით სასამართლოში, სადაც მას ბატონი მურუსიძე ხვდება. სამწუხაროდ, საქართველოს „ოცნების“ ხელისუფლებამ აქაც გამოავლინა მთლიანად თავისი სახე. ფაქტია, რომ არნახული ფულით, გაყალბებით და ძალადობით, აქაც ცდილობდნენ სასურველი შედეგის დადებას და ხალხის ნების დამახინჯებას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ამ დროისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ფოთში, 33 საარჩევნო უბნიდან 30-ის შედეგები აქვს გამოქვეყნებული. წინასწარი მონაცემებით, გიგი უგულავას ხმების 42.76% ერგო, ხოლო „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, ბექა ვაჭარაძეს – 57.24%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]