weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცესკოს წინასწარი შედეგები: კალაძე – 55.6%, მელია – 44.3%

09:03 კვირა, 31 ოქტომბერი 2021

ცენტრალურის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თბილისში საარჩევნო უბნების 99.87% დათვლილია. წინასწარი შედეგებით, არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გაიმარჯვა.

ცესკოს წინასწარი შედეგები ასეთია:

  • კახა კალაძე – „ქართული ოცნება“ – 55.607% (258 438 ამომრჩევლის ხმა)
  • ნიკა მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 4.393% (206 323 ხმა)

ნიკა მელია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და დღეს კონკრეტული გეგმით წარდგება.

„არც მეტი და არც ნაკლები, ნურავინ ნურავის ნუ მოვატყეუებთ, ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული. ძალიან დიდი ბოქლომი დაედო ამ საქმეს. მე ბიძინა ივანიშვილს დავპირდი, მეგობრებთან ერთად 14 ოქტომბერს, როდესაც გაიმართა ძალიან დიდი აქცია თავისუფლების მოედანზე, ყველაფერი იქნებოდა იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცეოდა იგი 30 ოქტომბერს. ბიძინა ივანიშვილზე იყო დამოკიდებული და მან დღეს გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა და პასუხი იქნება ადეკვატური“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცესკოს მონაცემებით, არჩევნების პირველ ტურში კახა კალაძეს ხმა 216 344-მა ამომრჩეველმა (45%) მისცა, ხოლო ნიკა მელიას – 163 489-მა ამომრჩეველმა (34%).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]