weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

იოსებ ხახალეიშვილი - 52%, ხატია დეკანოიძე - 48% – ცესკოს წინასწარი შედეგები ქუთაისში

11:02 კვირა, 31 ოქტომბერი 2021

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისის 124-ვე საარჩევნო უბანი დათვლილია. წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 51.643% მიიღო, რაც 34 925 ამომრჩევლის მხარდაჭერაა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს 32 703 ხმა აქვს, რაც საერთო რაოდენობის 48.357%-ია.

ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობამ 45.45% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე 153 726 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 69 871 მივიდა. პირველ ტურში აქტივობა 44.53% იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]