weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

წალენჯიხაში მერის არჩევნებში ენმ-ის კანდიდატმა გაიმარჯვა – წინასწარი მონაცემები

11:30 კვირა, 31 ოქტომბერი 2021

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 51.107% (7250 ხმა) მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გოგა გულორდავამ – 48.893% (6936 ხმა).

წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მერის არჩევნების მეორე ტურს ოპოზიციონერი კანდიდატი იგებს.

„ადამიანებმა წალენჯიხიდან გამარჯვების ისტორია დაწერეს. ცვლილებებს მიეცა ბიძგი, ცვლილებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით! დიდებული ამბავის თანამონაწილეები ვიყავით და მთელი ეს პერიოდი და მთელი ცხოვრება პასუხისმგებლობად გამყვება ეს მხარდაჭერა“, – განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.

ხარჩილავამ პირველ ტურშიც უფრო მეტი ხმა მიიღო ვიდრე გულორდავამ, თუმცა იმის გამო, რომ 50%-იანი ზღვრის გადალახვა ვერ შეძლო, მეორე ტური დაინიშნა.

არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი), 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. მოქალაქეებმა 20 მერი და საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრი აირჩიეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]