weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საბოლოო ჯამში ოპოზიციას მოუწევს, არჩევნების შედეგების აღიარება – წოწერია

12:11 კვირა, 31 ოქტომბერი 2021

პარტია „ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ განაცხადა, რომ ოპოზიციას არჩევნების მეორე ტურის შედეგების აღიარება მოუწევს. წოწერიას თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ უფლება უბნების შედეგები სასამართლოში გაასაჩივრონ და გადათვლა მოითხოვონ.

„დარწმუნებული ვართ, რომ გადათვლის შედეგიც იქნება იდენტური არსებული შედეგებისა, რადგან ყველაფერი განხორციელდა კანონიერად და კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში. რაც შეეხება ძველ ბიჭებს, არ ვიცი ამ კატეგორიაში ვის გულისხმობდნენ. მათ საარჩევნო უბნებზე ხვდებოდათ ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი, მე, ჩვენი საკრებულოს დეპუტატები. ასე რომ, ყველაფერმა ჩაიარა მშვიდ, კონკურენტულ ვითარებაში მიუხედავად მისა, რომ მათ პროვოკაციების მოწყობისა და დესტრუქციის უამრავი მცდელობა ჰქონდათ.

დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიციას მოუწევს, არჩევნების შედეგების აღიარება, რადგან ეს არის ხალხის ნება“, – განაცხადა წოწერიამ ჟურნალისტებთან.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კენჭისყრა გაყალბდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ანა წითლიძის განცხადებით, N67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის შედეგს გაასაჩივრებენ და ყველა საარჩევნო უბნის გადათვლას მოითხოვენ.

„ამოვწურავთ ყველა სამართლებრივ გზას. რაც მთავარია, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ გვანახა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები გაუქმებულია და თავისუფლებისთვის ბრძოლა, მათ შორის მიშას თავისუფლებისთვის და საქართველოს თავისუფლებისთვის, უნდა გავიდეს ქუჩაში. ქართველმა ხალხმა მშვიდად, წყნარად, მაგრამ მტკიცედ თავისი არჩევნის დაცვა აუცილებლად უნდა შეძლოს“, – თქვა ანა წითლიძემ.

წითლიძე ამბობს, რომ მამუკა წოწერიამ გამარჯვება გაბათილებული ბიულეტენების ხარჯზე მოიპოვა, რასაც წოწერია არ ეთანხმება. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, არჩევნების მეორე ტურში ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ ამომრჩეველთა ხმების 51.631% (27 607 ხმა), ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ანზორ მელიამ – 48.369% (25 863 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]