weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოპოზიცია 19 საათზე პარლამენტის წინ აქციას გამართავს და სამოქმედო გეგმას გააჟღერებს

13:39 კვირა, 31 ოქტომბერი 2021

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიები პარლამენტის შენობის წინ აქციაზე შეიკრიბებიან და მოსახლეობას სამოქმედო გეგმას გააცნობენ. მელიამ აქცია „ლელოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დაანონსა.

„ძვირფასო მეგობრებო და თბილისელებო, იმისთვის, რომ გაგაცნოთ თუ რა არის სამოქმედო გეგმა, დღეს 19:00 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებული, ძალადობრივი, სულში შეურაცხყოფამიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფალს, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფალს შერჩება. ვიმეორებ, რითიც დავიწყე – ბრძოლა გუშინ არათუ არ დასრულებულა, არამედ დაიწყო. შეხვედრამდე რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა მელიამ.

გუშინ, თბილისსა და 19 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, ნიკა მელიამ თბილისში არჩევნები წააგო. ოპოზიციამ დანარჩენი 19 მუნიციპალიტეტიდან გამარჯვების მოპოვება მხოლოდ წალენჯიხაში შეძლო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]