weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ამომრჩევლის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ – ცაგერის მერობის დამარცხებული კანდიდატი

14:51 კვირა, 31 ოქტომბერი 2021
ფოტოზე - ბესარიონ ბენდელიანი და პარტია საქართველოსთვის დამფუძნებელი გიორგი გახარია ფოტოზე - ბესარიონ ბენდელიანი და პარტია საქართველოსთვის დამფუძნებელი გიორგი გახარია

„ლეჩხუმის მოსახლეობამ გუშინ გააკეთა არჩევანი. ეს არჩევანი პირადად ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის და თანამებრძოლებისთვის არის მისაღები, მისაღები იმ კუთხით, რომ ამომრჩევლის არჩევანს ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ეს არის პირადად ჩემი დამოკიდებულება გუშინდელი შედეგებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ცაგერის მერობის კანდიდატმა პარტიიდან „საქართველოსთვის“ ბესარიონ ბენდელიანმა.

მან „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გიორგი ნემსაძეს მერის თანამდეობაზე წარმატება უსურვა.

„ბატონმა გიორგი ნემსაძემ წინასაარჩევნოდ საკმაოდ უხვი დაპირებები გასცა. მე მას ვუსურვებ, ლეჩხუმის ისტორიაში საუკეთესო მერად შევიდეს, რადგან მას ძალიან ბევრი პროექტი აქვს განსახორციელებელი და გასაკეთებელი იმ კონკრეტული ოჯახებისთვის, რაიონის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც იმედის თვალით შესცქერიან.
იმედი მაქვს, რომ ბატონი გიორგი თავის დაპირებებს უკან არ წაიღებს“,
– აღნიშნა ბენდელიანმა.

მისი თქმით, მეორე საკითხია, რამდენად კონკურენტუნარიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდა არჩევნები.

„ეს არჩევნები არჩევნებს არ ჰგავს, ეს არის მიტაცებული არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მხრიდან. ამ ქვეყანაში არჩევნებს აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ ყველგან იგრძნობა სუს-ის და მმართველი პარტიის უხილავი, არადემოკრატიული პროცესებისკენ გადადგმული ნაბიჯები. შედეგი, რომელიც დადგა, არის რეალობა, მაგრამ ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება“, – თქვა ბენდელიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ჩართვისას.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბესარიონ ბენდელიანმა ამომრჩეველთა ხმების 37.127% (2375 ხმა) მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი ნემსაძემ – 62.873% (4022 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]