მან „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გიორგი ნემსაძეს მერის თანამდეობაზე წარმატება უსურვა.
„ბატონმა გიორგი ნემსაძემ წინასაარჩევნოდ საკმაოდ უხვი დაპირებები გასცა. მე მას ვუსურვებ, ლეჩხუმის ისტორიაში საუკეთესო მერად შევიდეს, რადგან მას ძალიან ბევრი პროექტი აქვს განსახორციელებელი და გასაკეთებელი იმ კონკრეტული ოჯახებისთვის, რაიონის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც იმედის თვალით შესცქერიან.
იმედი მაქვს, რომ ბატონი გიორგი თავის დაპირებებს უკან არ წაიღებს“, – აღნიშნა ბენდელიანმა.
მისი თქმით, მეორე საკითხია, რამდენად კონკურენტუნარიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდა არჩევნები.
„ეს არჩევნები არჩევნებს არ ჰგავს, ეს არის მიტაცებული არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მხრიდან. ამ ქვეყანაში არჩევნებს აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ ყველგან იგრძნობა სუს-ის და მმართველი პარტიის უხილავი, არადემოკრატიული პროცესებისკენ გადადგმული ნაბიჯები. შედეგი, რომელიც დადგა, არის რეალობა, მაგრამ ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება“, – თქვა ბენდელიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ჩართვისას.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბესარიონ ბენდელიანმა ამომრჩეველთა ხმების 37.127% (2375 ხმა) მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი ნემსაძემ – 62.873% (4022 ხმა).