weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

წალენჯიხაში სამოქალაქო ღირსება უფრო მაღლა დადგა, ვიდრე აგრესის ხარისხი – ხარჩილავა

16:43 კვირა, 31 ოქტომბერი 2021

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის არჩეული მერის, გიორგი ხარჩილავას განცხადებით, წალენჯიხაში ამომრჩეველმა პოლიტიკური კულტურა გამოავლინა და სისტემას საკუთარი ნება დაუპირისპირა. ცესკოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ხარჩილავა ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატია, რომელმაც მერის არჩევნებში გამარჯვება შეძლო.

გიორგი ხარჩილავას თქმით, ხელისუფლებისთვის წალენჯიხა ერთ-ერთი სამიზნე იყო და გამარჯვებისთვის ყველა მეთოდი სცადა.

„წალენჯიხას აქვს იდეოლოგიური დატვირთვა - როგორც ოპოზიციის ერთ-ერთ ფორპოსტი, განსხვავებული აზრის სავანე და ისტორიული წარსული ვარდების რევოლუციასთან. ამიტომ, ხელისუფლებამ სრული კარტ ბლანში მისცა ადგილობრივ პარტიულ ორგანიზაციებს და ისინი ამომრჩევლის ნებას ყველა შესაძლებლობებით დაუპირისპირდნენ. აქ იყო შანტაჟი, მუქარა, ოპოზიციურ კანდიდატებს იძულებით მოახსნევინეს თავი, მუშაობდა ფული, როგორც მოსყიდვის იარაღი და ნარკოტიკები, როგორც ზემოქმედების იარაღი. მთელი თავისი საცეცებით ოლიგარქია ამუშავდა წალენჯიხაში მისთვის სასურველი შედეგის დასადებად. ადამიანები უბრალოდ ვერ მოვდნენ არჩევნებზე, წინა ღამით დაატერორეს ისინი, ბევრმა საარჩევნო ყუთთან თავისი ნება ვერ მოიტანა, ვერ გამოხატა“, – განაცხადა ხარჩილავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, ის იბრძოდა არა მერობისთვის, არამედ ადგილზე ცვლილებებისთვის. როგორც გიორგი ხარჩილავამ აღნიშნა ყველა უბანი დათვლილია და გამარჯვება სახეზეა როგორც წალენჯიხის მერის პოზიციაზე, ისე საკრებულოში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა.

„ჩვენ თავიდანვე მივდიოდით კოალიციის იდეით და ოპოზიციის ფლანგზე ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავით კოალიციური ხელისუფლების ფორმირებისა, რაც ნათელ სხივს გამოაჩენდა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში, სადაც ოლიგარქიამ ადამიანისთვის ადგილი არ დატოვა, ხელისუფლებაში ადამიანის მონაწილეობის ადგილი არ დატოვა და ამ ნათელი იდეით მოვდიოდით ამომრჩეველთან. ამომრჩეველმა სრულიად გაიაზრა, გამოავლინა პოლიტიკური კულტურა და საკუთარი ნება სრულიად გააზრებულად დაუპირისპირა ამ სისტემას.

სისტემამ გადააჭარბა. გადააჭარბა იმ ძალადობაშიც, რეპრესიებშიც და პირისპირ შეეჩეხა თავმოყვარე, მთისპირა კოლხ ადამიანს, მოქალაქეს - სამოქალაქო ღირსება უფრო მაღლა დადგა, ვიდრე აგრესის ხარისხი“, – განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მერის არჩევნების მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ ამომრჩეველთა ხმების 51.107% (7250 ხმა) მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გოგა გულორდავამ – 48.893% (6936 ხმა). გულორდავამ ხარჩილავას წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქმეზე ორიენტირებული იქნება და თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]