weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მამუკა ხაზარაძე პარლამენტის წევრის მანდატზე უარს ამბობს

22:03 კვირა, 31 ოქტომბერი 2021

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის წევრის მანდატზე უარს ამბობს. ამის შესახებ მან პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.

„ჩემი გამოცდილება, რომელიც ამ შენობაში მივიღე, მეუბნება, რომ აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან საქმის კეთებას, რომელიც ზურგში დანას გირტყამს და ხმას გართმევს. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება - ეს არის მანდატი და მე ვტოვებ პარლამენტს, ვტოვებ იმიტომ, რომ თქვენთან ერთად, ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის, ჩვენი შვილებისთვის. ასეა და ასე იქნება მუდამ. ბრძოლა იქნება ბოლომდე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მოგვიანებით მან განმარტა, რომ „ლელოს“ სხვა დეპუტატები პარლამენტში მუშაობას გააგრძელებენ.

დღეს, პარლამენტის წინ შეკრებილმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმა გააპროტესტეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები, რომლის მიხედვითაც 20 მუნიციპალიტეტიდან 19-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, მომდევნო კვირას თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]