weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოპოზიცია 2 ნოემბერს ბათუმში საპროტესტო აქციას გამართავს

12:46 ორშაბათი, 01 ნოემბერი 2021

ოპოზიიური პარტიები ბათუმში საპროტესტო აქციას გამართავენ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს გააპროტესტებენ. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მირდატ ქამადაძემ განაცხადა, ბათუმის მერის არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მაინც გაუჭირდა მისთვის სასურველი შედეგის დაწერა.

„დიახ, საზოგადოების პროტესტია, რომ მოპარული არჩევნებით არ უნდა იმართებოდეს ქვეყანა“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

მისივე თქმით, ხმების დაცვას აპირებენ როგორც სამართლებრივი პროცედურების გავლით, ისე ქუჩის აქციებით.

„ვიცით, რომ ქვეყანაში ინტიტუციები არ არსებობენ, მაგრამ როგორც დასავლული ღირებულებების მქონე პარტია, ყველა სამართლებრივი პროცედურის გავლას ფორმალურად მაინც ვაპირებთ, მაგრამ, ძირითად ინსტრუმენტად, სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ ქუჩის აქციები დაგვიტოვა.

ხვალ, 17:00 საათზე, ბათუმში გაიმართება აქცია და ეს არის მოსამზადებელი აქცია თბილისის დიდი საპროტესტო აქციისთვის.

მაშინ, როდესაც მოქალაქეებს, რეალურად, არჩევნის უფლებას არ გვიტოვებენ, შუძლებელი ხდება ამ რეჟიმში ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილება, ხალხის მიერ ძალის ისე გადანაწილება, როგორც მათ წარმოუდგენიათ და როგორც ისინი გამოხატავენ არჩევნებზე, ქუჩის პროტესტი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ინსტრუმენტი, იარაღი, რომელიც უნდა გამოიყენონ პოლიტიკოსებმა და საზოგადოებამ“, – განაცხადა ქამადაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბათუმის მერის არჩევნების მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ ხმების 48.982% (36 710 ხმა) მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, არჩილ ჩიქოვანმა – 50.018% (38 236 ხმა). კირთაძისა და ჩიქოვანის ხმებს შორის სხვაობა 1526-ია. ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა დაადასტურა, რომ ბათუმში 2071 ბიულეტენი გაბათილდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]