weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თანამშრომლობა თუ არ შედგება, კანონით შეიძლება არჩევნების დანიშვნა – ქადაგიშვილი

16:07 ორშაბათი, 01 ნოემბერი 2021

„ქართული ოცნების“ წევრის, პარლამენტარ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, სადაც „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, მმართველი გუნდი თანამშრომლობის გზით წასვლას შეეცდება, ხოლო თუ ეს არ გამოვა, კანონი ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითვალისწინებს.

„რაც შეეხება იმ რამდენიმე საკრებულოს, სადაც „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, აქ ჩვენ ორი გზით წავალთ – ეს იქნება კონკრეტული თანამშრომლობა კონკრეტულ საკითხებზე მერსა და საკრებულოს შორის. თუ საბოლოო ჯამში ასეთი თანამშრომლობა არ შედგება, არ მოხერხდა ბიუჯეტის დამტკიცება, მაშინ კანონით გათვალისწინებულია ხელახალი არჩევნების დანიშვნა როგორც მერის, ასევე საკრებულოს მიმართულებით. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია, პროცესს რამდენიმე თვითმმართველობაში დავაკვირდეთ, რაც ძალიან საინტერესო იქნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობებში მაჟორიტართა რაოდენობის შემცირება სწორი გადაწყვეტილება არ იყო.

არჩევნების შედეგებით, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ ჰყავს ბათუმის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში. ამასთან, წალენჯიხაში მერის თანამდებობაზეც ოპოზიციონერი კანდიდატია არჩეული.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართა, 20 მუნიციპალიტეტიდან 19-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. გამონაკლისია წალენჯიხა. ოპოზიცია ამ შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. გარდა ამისა, ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა ქუთაისი, ბათუმი და ზუგდიდი, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა არჩევნები მცირე უპირატესობით ბიულეტენების გაბათილების ხარჯზე მოიგეს. ისინი უბნების ხელახლა გადათვლას ითხოვენ.

მერის არჩევნების პირველ ტურში 64 მუნიციპალიტეტიდან 44-ში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]