weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქართული ოცნება“ თელავის მერობის კანდიდატზე ამ დრომდე ვერ შეჯერდა

13:36 ორშაბათი, 04 სექტემბერი 2017

პარტია „ქართული ოცნება“ კახეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს, ხვალ, 19:00 საათზე, თელავში, 9 აპრილის მემორიალთან წარადგენს. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის ვინაობა ცნობილია, გარდა თელავისა.

თელავის მერის თანამდებობაზე მოქმედი მერის პლატონ კალმახელიძის კანდიდატურა განიხილებოდა. მის კანდიდატურას მხარს უჭერდა კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია. მეტიც, გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი დაინიშნა თელავის საარჩევნო შტაბის უფროსად.

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბში კალმახელიძის კანდიდატურა დაიწუნეს და თელავის მერად პარტია გუგა გურაბანიძის კანდიდატურას განიხილავდა. 32 წლის გუგა გურაბანიძე თელავის მერიის სასპორტო გაერთიანების ხელმძღვანელია. მანამდე სამშენებლო ბიზნესში იყო ჩართული. პროფესიით ბიზნესის მენეჯერია.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილების მიმღებმა რამდენიმე პირმა „რეგინფოს“ დაუდასტურა, რომ ვინ იქნება თელავის მერობის კანდიდატი, ამ დრომდე არ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, პლატონ კალმახელიძის კანდიდატურის განხილვა კი შეჩერებულია.

ამის მიუხედავად, დღეს, დილით, თელავში, ქალაქის ცენტრში მდებარე „ევროპული სკოლის“ შენობაზე საარჩევნო ბანერი მიამაგრეს, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნებიდან“ თელავის მერობის კანდიდატი პლატონ კალმახელიძეა. ბანერი რამდენიმე საათში ჩამოხსნეს.

„არვიცი ბანერი ვინ მიამაგრა და მერე ვინ ჩამოხსნა. ამ საკითხებზე პარტიის ცენტრალურ შტაბს უნდა მიმართოთ“, – განუცხადა „რეგინფოს“ „ქართული ოცნების“ თელავის საარჩევნო შტაბის უფროსმა ბენო გეგეჭკორმა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი ქალაქ თელავის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე იქნება. თხლაშიძე „ქართული ოცნებიდან“ ახმეტა–თელავის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის ცოლის ძმაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]