იოსელიანი ფიქრობს, რომ საპროტესტო აქციები არაფერს შეცვლის, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რომ რეალური პოლიტიკური ცვლილება გამოიწვიოს.
30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური თბილისსა და 19 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ოპოზიციის მიერ წარდგენილმა მერობის კანდიდატმა მხოლოდ წალენჯიხაში გაიმარჯვა. ცესკოს მონაცემებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ხარჩილავამ ამომრჩეველთა ხმების 51% (7250 ხმა) მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გოგა გულორდავამ – 49% (6936 ხმა). ხარჩილავას თქმით, შანტაჟის, მუქარის, იძულებისა და მოსყიდვის მიუხედავად, ამომრჩეველმა საკუთარი ნება დააფიქსირა.
მეორე ტური დანარჩენ 19 ოლქში მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა მოიგეს. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და „ქართულმა ოცნებამ“ დიდ ქალაქებში უპირატესობა ბიულეტენების გაბათილების ხარჯზე მოიპოვა.
ოპოზიცია საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას აპირებს და ქუჩის აქციებსაც აანონსებს. უკვე ცნობილია, რომ 2 ნოემბერს აქცია ბათუმში გაიმართება, 6 ნოემბერს კი – თბილისში.