weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

წალენჯიხაში თუ არ არის არალეგიტიმური არჩევნები, რატომ არის სხვაგან – იოსელიანი

18:02 ორშაბათი, 01 ნოემბერი 2021

„ყველა პარტიას აქვს უფლება, გამოხატოს ეს პროტესტი აქციის მეშვეობით, ოღონდ უნდა გვსემოდეს ნათლად, რას აპროტესტებენ, წალენჯიხაში თუ არ არის არალეგიტიმური არჩევნები, რატომ არის სხვაგან და პირიქით“, – ამის შესახებ პარტია მოქალაქეების ლიდერმა, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა.

იოსელიანი ფიქრობს, რომ საპროტესტო აქციები არაფერს შეცვლის, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რომ რეალური პოლიტიკური ცვლილება გამოიწვიოს.

30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური თბილისსა და 19 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ოპოზიციის მიერ წარდგენილმა მერობის კანდიდატმა მხოლოდ წალენჯიხაში გაიმარჯვა. ცესკოს მონაცემებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ხარჩილავამ ამომრჩეველთა ხმების 51% (7250 ხმა) მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გოგა გულორდავამ – 49% (6936 ხმა). ხარჩილავას თქმით, შანტაჟის, მუქარის, იძულებისა და მოსყიდვის მიუხედავად, ამომრჩეველმა საკუთარი ნება დააფიქსირა.

მეორე ტური დანარჩენ 19 ოლქში მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა მოიგეს. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და „ქართულმა ოცნებამ“ დიდ ქალაქებში უპირატესობა ბიულეტენების გაბათილების ხარჯზე მოიპოვა.

ოპოზიცია საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას აპირებს და ქუჩის აქციებსაც აანონსებს. უკვე ცნობილია, რომ 2 ნოემბერს აქცია ბათუმში გაიმართება, 6 ნოემბერს კი – თბილისში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]