weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გაგვიგია, 40 დღე ძლებს ადამიანი, დარწმუნებული ვარ ჯანსაღად იქნება – მდინარაძე სააკაშვილზე

20:07 ორშაბათი, 01 ნოემბერი 2021

„ასე გაგვიგია ყველას, რომ 40 დღე ძლებს ადამიანი. 41-ე დღეს ველოდები და დარწმუნებული ვარ, ჯანსაღად იქნება ეს ადამიანი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით.

მანამდე, მან თქვა, რომ ამ საკითხზე საზოგადოებაში „გარკვეული ეჭვები“ არსებობს.

„მოდი, თავისი პერსონალური მონაცემების გახმოვანების საშუალება მისცეს პენიტენციურ სამსახურს, იუსტიციის სამინისტროს და მერე ვნახოთ, შემთხვევით „ფეიკი“ ხომ არ არის ეს შიმშილობა, ან ნახევრად შიმშილობა ხომ არ არის და ასე შემდეგ. გარკვეული ეჭვები არსებობს საზოგადოებაში. ყველა პატიმარს, რომელთან დაკავშირებითაც ჯანმრთელობის რისკები არსებობს, მიხედავს იუსტიციის სამინისტრო“, – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. სააკაშვილი თავს პუტინის პატიმარს უწოდებს, არ ეთანხმება მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენებს და პროტესტის ნიშნად 32-ე დღეა შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]