weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

პოლიტიზებულ მედიას მოვუწოდებ, დაიბრუნოს ჟურნალისტის პროფესია – დეპუტატი

14:39 სამშაბათი, 02 ნოემბერი 2021

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ხელაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას „პოლიტიზებულ მედიას“ მოუწოდა, ჟურნალისტის პროფესია დაიბრუნოს, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას კი „პოლიტიკური აქტივისტების ჯგუფი“ უწოდა.

ხელაშვილის თქმით, აუცილებელია ყვლა ის ხარვეზი, რომელიც არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, დეტალურად იქნეს გამორკვეული.

„საერთაშორისო დამკვირვებლების ძირითადი კრიტიკა დაიმსახურეს ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა ერთიანობაში, მიკერძოებულმა მედიამ და არაკეთილსინდისიერმა ე.წ. ადგილობრივმა დამკვირვებლებმა. ჩვენი, პოლიტიკოსების ამოცანაა, ყურად ვიღოთ ეს კრიტიკა, დავასრულოთ პოლიტიკური დაპირისპირება ქვეყანაში და უარყოფითი რიტორიკა და მტრობა თანამშრომლობით შევცვალოთ. მაგრამ ამას მმართველი პარტიის ნაბიჯები არ ეყოფა. უპირველესად ოპოზიციამ უნდა დაასრულოს ზიზღის და სიძულვილის თესვა და ძალადობისკენ მოწოდება.

რაც შეეხება პოლიტიზებულ მედიას, მოვუწოდებ, გაითვალისწინონ საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი და დაიბრუნონ ჟურნალისტის პროფესია, ნუღარ წაშლიან ზღვარს ტელევიზიებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, რადგან ქართულ დემოკრატიას მიუკერძოებელი და პროფესიონალური ჟურნალისტიკა სჭირდება და არა პოლიტიკური პარტიების მიერ მართული პროპაგანდისტული მანქანები.

ასევე, არასამთავრობო სექტორის საქმიანობა მიუმხრობლობის და ობიექტურობის პრინციპებს უნდა ემყარებოდეს. მათ ვურჩევ, სერიოზულად მოეკიდონ საერთაშორისო დამკვირვებლების კრიტიკას. თუ სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთი ორგანიზაცია გააგრძელებს მუშაობას როგორც პოლიტიკური აქტივისტების ჯგუფი, სამწუხაროდ, მათი წვლილი ქართული დემოკრატიის განვითარებაში სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ხოლო ხალხის მხრიდან მათ მიმართ ნდობის ხარისხი იმაზე დაბლა დაიწევს, ვიდრე აქამდე იყო“, – განაცხადა ხელაშვილმა.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა „ქართულ ოცნებას“ მაღალი ლეგიტიმაცია მისცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]