weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სოციალურად დაუცველი პენსიონერები 500-ლარიან ვაუჩერს იანვრიდან მიიღებენ – კალაძე

14:50 ოთხშაბათი, 03 ნოემბერი 2021

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის განკუთვნილი 500-ლარიანი ვაუჩერების პროექტი იანვრიდან დაიწყება. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანია 500-ლარიანი ვაუჩერის თემა, რომელიც წინასაარჩევნო დაპირება იყო. მომდევნო წლიდან, სოციალურად დაუცველ პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ იანვრიდან, უკვე წლის ნებისმიერ დროს, მიიღონ შესაბამისი ვაუჩერები იმისთვის, რომ საჭირო მედიკამენტები შეიძინონ“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ სოციალურად დაუცველი პენსიონერების დახმარების პროგრამა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე დააანონსა. როგორც მაშინ თქვა, პროგრამა 40 ათას სპენსიონერს შეეხება, მისი განხორციელება კი ბიუჯეტს დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაუჯდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]