weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრეზიდენტი ვაქცინაციის საკითხზე ხელისუფლებასა და საპატრიარქოს მიმართავს

23:09 ოთხშაბათი, 03 ნოემბერი 2021

„ჩვენ მომსწრე ვართ უპრეცედენტო მასშტაბის ტრაგედიის ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ისედაც დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღევანდელ, მისი შეფასებით, კატასტროფულ მდგომარეობაზე, ყველა პასუხისმგებელია, ხოლო სახელმწიფოს ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება და მეტი გამბედაობა ევალება.

„პასუხისმგებლობა ასევე ეკუთვნით პარტიებს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ რეგულაციებისა და სიფრთხილის მიუხედავად.

პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა.

არის პასუხისმგებლობა სამედიცინო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლის, რომლის შეხედულებები საერთო საქმეს ავნებს. და ბოლოს, პასუხისმგებლობაა ჩვენი მოქალაქეების, ვინც პირად შიშებს და საკუთარი ჯანმრთელობის გამო ქვეყანას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აყენებს. პანდემია ყველაზე ნათლად გვიჩვენებს, რომ არ ვართ ერთმანეთის მტრები, არამედ ერთად უნდა ვებრძოლოთ და ერთად უნდა დავძლიოთ ეს პანდემია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ხელისუფლებას მიმართა, სასწრაფოდ მკაცრი ზომები მიიღოს.

„სავალდებულო აცრა რისკ ჯგუფებისთვის, კოვიდ-პასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც, ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის.

მედიას მივმართავ, რათა გადაცემები გახშირდეს ამ პრობლემის გასაშუქებლად. სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, როგორც დღეს გავაკეთე, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ეწინააღმდეგება ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას. მისი თქმით, ეს მიუღებელია, რადგან დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]