weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მინდა წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს, მზად ვართ ვითანამშრომლოთ მასთან – პრემიერი

11:19 ორშაბათი, 08 ნოემბერი 2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარმატება უსურვა წალენჯიხის არჩეულ მერს გიორგი ხარჩილავას და განაცხადა, რომ მთელი მთავრობა მზად არის „ოპოზიციურ მერთან“ თანამშრომლობისთვის.

„მე, როგორც პრემიერ-მინისტრს მექნება ძალიან მჭიდრო, აქტიური მუშაობა არჩეულ მერებთან. მე მინდა მათ კიდევ ერთხელ მივულოცო არჩევნებში გამარჯვება. ეს იყო ჩვენი ხალხის არჩევანი, ხალხის ნება იქნა გამოხატული და ამ არჩევანს ყველა უნდა დაემორჩილოს.

მე ასევე მინდა წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს – ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც დამსახურებულად გაიმარჯვა არჩევნებში და მინდა განვუცხადო მას, რომ ჩვენ, მთელი ცენტრალური მთავრობა ვიქნებით მზად, რომ ვითანამშრომლოთ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში.

რა თქმა უნდა, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისთვის და მისი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის. საარჩევნო კამპანიის დროს ჩემმა ნათქვამმა გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ მინდა დღეს დავაზუსტო, რომ, რა თქმა უნდა, მთელი მთავრობა მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ღარიბაშვილი ამბობდა, რომ ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ოპოზიციის მერობის კანდიდატს რომ გაემარჯვა, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ ექნებოდა და ნაბიჯს ვერ გადადგამდა. ამის მაგალითად მან ოზურგეთი და თიანეთი დაასახელა, სადაც 2017 წელს მერად დამოუკიდებველი კანდიდატები აირჩიეს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ ამ მუნიციპალიტეტში ხალხი დაიჩაგრა.

წალენჯიხა 64 მუნიციპალიტეტიდან ერთადერთია, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ ამომრჩეველთა ხმების 51% (7250 ხმა) მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გოგა გულორდავამ – 49% (6936 ხმა).

ხარჩილავას განცხადებით, შანტაჟის, მუქარის, იძულებისა და მოსყიდვის მიუხედავად, ამომრჩეველმა საკუთარი ნება დააფიქსირა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]