weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

23:47 ორშაბათი, 08 ნოემბერი 2021

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ეხმაურება. მათი განცხადებით, იმედგაცრუებულნი არიან სააკაშვილის გადაყვანისა და იმის გამო, რომ უკრაინული მხარე ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

„მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ექნება ყველა საჭირო საშუალება შესაბამისი სამედიცინო და სასწრაფო დახმარების აღმოსაჩენად. დღეს ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალური ნოტა გადაეცა“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ სამედიცინო დაწესებულებაში დარჩენა ქმნის დამატებით რისკებსა და დაძაბულობებს, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია ჰუმანიტარული თვალსაზრისიდან გამომდინარე.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს აგრძელებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]