weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სასამართლო ხვალინდელ პროცესზე სააკაშვილის დარბაზში გადაყვანას მოითხოვს – ადვოკატი

13:36 სამშაბათი, 09 ნოემბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, რომ ხვალ, 10 ნოემბერს ჩანიშნულ პროცესზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს დარბაზში გადაყვანას მოითხოვენ.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მოიკრეფს უკანასკნელ ღონეს იმისთვის, რომ სასამართლოში გამოცხადდეს.

„სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვს სასამართლო დარბაზში. ახლა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ვალდებული არიან სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულონ. ხვალ, მიხეილ სააკაშვილის პროცესი თუ არ ჩატარდა სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ ხელისუფლება არის შეშინებული და ცდილობს მხოლოდ კრიმინალის ხელით, თავადაც კრიმინალური ქმედებებით ჩაახშოს ის დიდი პროტესტი, რომელიც ქართველ ხალხშია“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 8 ნოემბერს, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან, სადაც ის პირველი ოქტომბრიდან იხდიდა სასჯელს გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილის თქმით, ეს მისი მოტყუებით, მისი ნების საწინააღმეგოდ და ძალის გამოყენებით მოხდა.

5 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სამინისტროს მკაცრი რეკომენდაცია სასამართლო პროცესის ციხეში გამართვა იქნება, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოსთან არსებობს პროვოკაციის რისკი.

„თუკი სასამართლოსთან იქნება გარკვეული პროვოკაცია, მერე ვინ აგებს ამაზე პასუხს?! ან რა რაოდენობის ძალა უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ, ხომ? არ შეიძლება, რომ მთელი რესურსი მიმართული იყოს ერთი ადამიანის დაცვაზე და ამ მუდმივი პროვოკაციების თავიდან არიდებაზე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა 5 ნოემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

10 ნოემბერს სასამართლო პროცესი 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე უნდა ჩატარდეს. მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილი ედება, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]