weather cur horoscope tv
ივნისი 07, 2020

კახეთში საუბნო კომისიებს „ქართული ოცნება“ აკომპლექტებს – გიორგი ბოტკოველი

16:35 ორშაბათი, 04 სექტემბერი 2017 hits 1193

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თელავის მერობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, თელავის და სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიებს წინასწარ აქვთ განსაზღვრული თუ ვის აირჩევენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად. ბოტკოველმა კომისიაში ასარჩევი ადამიანების სია გაასაჯაროვა. მისი თქმით, ეს სია თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ „ქართული ოცნების“ შტაბიდან მიიღო.

ბოტკოველის განცხადებით, საოლქო კომისია ასევე იძლევა მითითებას, საუბნო კომისიის წევრებმა ვინ უნდა აირჩიონ კომისიის თავმჯდომარედ, მოადგილედ და მდივნად.

„დღევანდელმა ხელისუფლებამ დაინახა, რომ ამ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს და არჩევნების გაყალბებისთვის ისეთი ქმედებებით დაიწყო მზადება, რომლითაც აბსოლუტურად გააკონტროლებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს. თელავში უკვე გადაწყვეტილია თუ ვინ უნდა აირჩიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად. საოლქო კომისიას „ქართული ოცნების“ შტაბიდან სია აქვს გადაცემული. ამის დამადასტურებელი დოკუმენტი თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მოგვაწოდა“, - აღნიშნა ბოტკოველმა.

მისივე განცხადებით, სიღნაღში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა უმრავლესობა, 75% მუნიციპალიტეტის ააიპ-ებში, გამგეობაში, საკრებულოსა და სკოლებშია დასაქმებული.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებზეც ხელისუფლებას ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. მოვუწოდებთ საოლქო კომისიის წევრებს, ნუ მიიღებენ ამ კანონდარღვევაში მონაწილეობას, რადგან ამაზე პასუხისმგებლები იქნებიან“, - განაცხადა ბოტკოველმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფარული ვიდეოჩანაწერიც გაავრცელა, რომელიც ოზურგეთის საარჩევნო ოლქშია გადაღებული. პარტიის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს პარტიული ნიშნით შერჩეული ადამიანები კომისიებში მიჰყავთ, განაცხადებს ავსებინებენ და გარანტიას აძლევენ, რომ კომისიის წევრებად შეირჩევიან.

საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსი 1-დან 5 სექტემბრის ჩათვლით იმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]