weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

„ქართული ოცნება“ EU-ში შესვლისგან ისე შორს არის, როგორც არასდროს – კრამონი

18:18 სამშაბათი, 09 ნოემბერი 2021

ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოს მმართველი პარტია ევროკავშირში გაწევრიანებისგან ისე შორს არის, როგორც არასდროს. როგორც მან თქვა, „ქართული ოცნება“ არ ასრულებს დადებულ პირობებსა და აღებულ ვალდებულებებს, რასაც, მისი აზრით, ევროკავშირის მხრიდან ფინანსური პასუხიც უნდა მოჰყვეს.

ვიოლა ფონ კრამონმა ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ონლაინ დისკუსიაზე განაცხადა. დისკუსიაში საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც მონაწილეობდა.

„რაც შეეხება მმართველ პარტიას, ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიაროთ ძალიან წვრილ ხაზზე: ერთი მხრივ, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჭირდებიან ისინი, ვისურვებდით ისინი იყვნენ ჩვენს ბორტზე, ისინი არიან ჩვენი პარტნიორები პარლამენტში, მაგრამ რიტორიკაზე, სიძულვილის ენაზე, დაშინებაზე, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე ჩვენს განცხადებებში პოზიცია ცხადად უნდა დავაფიქსიროთ. ასევე, ჩვენ ძალიან ნათლად უნდა განვაცხადოთ რა იქნება შედეგი, რას ნიშნავს ეს ევროპარლამენტთან ურთიერთობაში და უფრო მეტიც, ევროკავშირთან მიმართებაში. ამ მხრივ, მე გავაფრთხილე მმართველი პარტიის თოთოეული წევრი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ განაცხადეს, რომ აქვთ ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება, ისინი ყველაზე შორს არიან, ვიდრე ოდესმე რეალური შეერთებისგან“, – აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.

ევროპარლამენტარის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ისევ არის პოლიტიკური ჩარჩო, რომელიც არ სრულდება და საერთოდ არ ხორციელდება ყველა, მათ შორის, სასამართლო სისტემის რეფორმიერების მიმართულებით. მეტიც, ვიოლა ფონ კრამონის თქმით, ხელისუფლება თითქმის ყოველ დღე უფრო შორდება მას.

„ჩვენ მხოლოდ კომენტარის გაკეთება შეგვიძლია ამაზე, მაგრამ, ვფიქრობ ამას სჭირდება ფინანსური პასუხიც და ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ის, რომ გადასახადების გადამხდელთა ფული გავგზავნოთ იმ ქვეყანაში, რომელიც მზად არ არის შეასრულოს თავისი დაპირებების დიდი ნაწილი, მაგრამ ასევე ვალდებულება ამ დემოკრატიული რეფორმების“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს რეფორმები არა ევროკავშირისთვის, არამედ საქართველოს მოქალაქეებისთვისაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]