weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

მელიას თქმით, ხვალ საპროტესტო აქციები თბილისში რამდენიმე ადგილზე გაიმართება

20:44 სამშაბათი, 09 ნოემბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ხვალ, 10 ნოემბერს, საპროტესტო აქციები თბილისში ერთდროულად რამდენიმე ადგილზე გაიმართება.

„ხვალ დილიდან, 11:00 საათზე სამ ადგილას ერთდროულად გაიმართება აქცია: იუსტიციის სამინისტროსთან, ე. წ. მოდულის შენობასთან, სადაც მთელი სიბოროტეა და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ვალდებულია, ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამასთან, მეოთხე ადგილასაც იქნება აქცია, რომელსაც განგებ არ დავასახელებ და ასე იქნება ყოველ დღე. შევეგუოთ, რომ ბრძოლა იქნება დამღლელი, მაგრამ დიდი გამარჯვება, ისტორიული გამარჯვება სხვანაირად არ მოდის.

დილიდან ენერგია უნდა გამოვაცალოთ რეჟიმს და არა ღამისთევებით რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე. აპრობირებული მეთოდია ბრძოლის გაშლის სხვადასხვა ფრონტზე.

წუწუნის დრო არ არის, ბრძოლის დროა. ყოველ დღე დილიდან ჩვენ კონკრეტული გეგმა გვექნება. გეგმებს შეგატყობინებთ ხოლმე რამდენიმე წერტილთან მიმართებაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.

გარდა ამისა, თუ ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება, მისი მხარდამჭერები იქაც შეიკრიბებიან.

„წესით და რიგით, ის უნდა გადმოიყვანონ თბილისის საქალაქო სასამართლოში, დარბაზში. კიდევ ერთხელ ვამბობ, იმ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, რომელზეც პასუხისმგებლობას ვერც მე და ვერც თქვენ აიღებთ, მაგრამ ხვალ, 11 საათიანი აქციების შემდეგ, როდესაც დადასტურდება, რომ სასამართლო არის 13:00 საათზე, ყველანი, რა თქმა უნდა, დიღომში გადავალთ და დამატებით ადამიანები შემოგვიერთდებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში. ჩვენ იქაც ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ, მაგრამ ძალიან მშვიდი“, – თქვა ნიკა მელიამ.

მისივე განცხადებით, აქციების ადგილები გაიზრდება მანამ, ვიდრე მთელი თბილისი არ იქნება საპროტესტო აქციებით მოცული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]