weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აქციები გაიმართება ყოველდღე, სანამ ეს რეჟიმი არ გატყდება – მელია

18:55 ოთხშაბათი, 10 ნოემბერი 2021
ნიკა მელია 8 ნოემბრის აქციაზე ნიკა მელია 8 ნოემბრის აქციაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მორიგი საპროტესტო აქცია 11 ნოემბერს, 14:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან დაანონსა. მელიას თქმით, აქციები გაიმართება ყოველდღე, სანამ „რეჟიმი არ გატყდება“.

„დღეს აქციების დაწყებამდე, სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილებში იძალადეს მშვიდობიან პროტესტანტებზე და ამ წუთის მდგომარეობით, მათივე ინფორმაციითაც კი, აქციის 46 მშვიდობიანი მონაწილე არის დაკავებული და გადაყვანილი ჰყავთ სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის, შორის საკრებულოს დეპუტატები, პოლიტიკოსები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საპროტესტო მოძრაობა შენელდება. პირიქით, ყოველდღე გაიზრდება და ჩვენ გავტეხთ ამ რეჟიმს მშვიდობიანი, უწყვეტი, თანმიმდევრული, დისციპლინირებული აქციებით.

სწორედ ამიტომ მინდა დავაანონსო მორიგი აქცია: ხვალ, 2 საათზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველასთან გაიმართება აქცია.

ველოდებით ველოდებით ყველას, ვისაც უკვე მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთს და ბელარუსს. დიახაც! დღეს იყო კალკით გადმოტანის მცდელობა იმ ყველაფრისა, რასაც სჩადიან პუტინი და ლუკაშენკო თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ.

ასეთი აქციები გაიმართება ყოველდღე, არც მეტი და არც ნაკლები ყოველდღე, მანამ, სანამ ეს რეჟიმი არ გატყდება. უკან არავინ არ დაიხევს. დააკავეთ 46 ადამიანი? ხომ არ დაგავიწყდათ, რომ 100 ათასობით, მილიონზე მეტი აქტიური მოწინააღმდეგე ჰყავს რეჟიმს? ეს რეჟიმი განწირულია მარცხისთვის. ახლა საჭიროა სიმტკიცე, სიმშვიდე და ნებისყოფა. ამ რეჟიმის დამარცხება მხოლოდ დროის საკითხია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ უწყვეტი პროტესტის დაწყების შესახებ 8 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში, მისი გათავისუფლება და „მიტაცებული არჩევნების“ დაბრუნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]