weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

დღეს დაკავებული 46 ადამიანიდან 20-ის ადგილსამყოფელი არ ვიცით – დეკანოიძე

22:57 ოთხშაბათი, 10 ნოემბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროებთან დღეს გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული 46 ადამიანიდან 20-ის ადგილსამყოფელი ამ დრომდე არ იციან.

დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულების, მათ შორის, მურმან დუმბაძის, ბაჩო დოლიძის, ნიკა ფარულავას და ზვიად კუპრავას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდა.

„პოლიციამ ყოველგვარი წესების გარეშე, ბელარუსული და რუსული „ომონის“ და ასევე, ყველას გვახსოვს უკრაინაში მოქმედი „ბერკუტის“ სტილში, დააკავა 46 ადამიანი. კატეგორიულად მოვითხოვთ ჩემი კოლეგების სახელით, დაუყოვნებლივ გასცენ ინფორმაცია, სად იმყოფება 20 ადამიანი. ჩვენ ვიცით მხოლოდ 26 ადამიანის ადგილსამყოფელი. მეტსაც გეტყვით, ეს ადამიანები არ არიან მხოლოდ თბილისში, ეს ადამიანები გადაანაწილეს სხვადასხვა რაიონში, ხოლო ის ადამიანები, ვინც დააკავეს, ჩვენი აქტივისტები, საკრებულოს წევრები, პოლიტიკური ლიდერები, მათი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით არ ვიცით. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ წევრები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გასცენ ინფორმაცია, სად არიან ეს ადამიანები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 46 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. როგორც შსს-მ განაცხადა, აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]