weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მცხეთის გამგეობა-საკრებულოში მძღოლებს მოხელეებზე მაღალი ხელფასი დაუნიშნეს

17:49 ორშაბათი, 04 სექტემბერი 2017

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მძღოლებს ხელფასის სახით თვეში 950 ლარი დაენიშნათ. გამგეობისა და საკრებულოს აპარატის სპეციალისტების ხელფასის ოდენობა 760 ლარს არ აღემატება.

მცხეთის თემის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 2017 წლის სექტემბრიდან გამგეობისა და საკრებულოში მძღოლების ხელფასები გაიზარდა. როგორც გამგებლის, ისე საკრებულოს თავმჯდომარის მძღოლი, რომლებიც შრომითი ხელშეკრულებით არიან დასაქმებული, თვეში 950 ლარს მიიღებს. 

მცხეთის გამგეობასა და საკრებულოს აპარატში საჯარო მოხელეების (სპეციალისტების) ხელფასები, კატეგორიების მიხედვით, 740-დან 760 ლარამდეა. 

მოხელე-სპეციალისტებზე მაღალ ხელფასებს იღებენ ასევე შრომითი ხელშეკრულებით მიღებული სხვა მოსამსახურეებიც. კერძოდ, 1 150 ლარს შეადგენს ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების ხელფასი, გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეები კი 990 ლარს იღებენ.                  

ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების ნაწილი საშტატო ერთეულიდან შრომითი ხელშეკრულების საწყისებზე 2017 წლის 1 ივლისიდან გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]