weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2024

ზალკალიანი რუსეთის სახელმწიფო ტელეარხზე „საქართველოს დროშის შეურაცხყოფას“ გამოეხმაურა

22:07 ხუთშაბათი, 11 ნოემბერი 2021

საქართვლოლოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ შვეიცარიის ელჩს რუსეთის ფედერაციაში, ქრისტინა მარტი ლანგს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ზალკალინმა მწვავედ დასვა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხზე ერთ-ერთი გადაცემის მიმდინარეობისას საქართველოს სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფის ფაქტი.

„დავით ზალკალიანმა შვეიცარელ მედიატორებთან მწვავედ გააპროტესტა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციულ ნაბიჯზე, როგორც რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის ნათელ გამოხატულებაზე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე შეფასებით, მსგავსი ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და თავადვე ემიჯნება ღირებულებებსა და წესებზე დაფუძნებულ ცივილიზებულ სამყაროს.

9 ნოემბერს, ტელეკომპანია „როსია 1“-ის გადაცემაში „60 წუთი“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხზე ისაუბრეს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ რუსთავის ციხეში გადაღებული კადრები აჩვენეს. გადაცემის მიმდინარეობის დროს იატაკზე, რომელზეც წამყვანები იდგნენ, საქართველოს დროშა იყო გამოსახული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]