weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ხოშტარია სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანამდე შიმშილობას აპირებს

22:46 ხუთშაბათი, 11 ნოემბერი 2021

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო საავადმყოფოში, შიმშილობას არ შეწყვეტს. მისი თქმით, შიმშილობის გადაწყვეტილება არ მიუღია ვინმეს მითითებით, არამედ მიიღო კონკრეტული მოთხოვნით, რომ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იყოს საფრთხის ქვეშ.

„დღეს კიდევ ერთხელ ძალიან კონკრეტული გარემოებებით სტრასბურგის მოთხოვნით და მიხეილ სააკაშვილის კომპრომისით „ქართულ ოცნების“ ხელშია საბოლოო გასაღები ამ კრიზისის განმუხტვის, დღესვე შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება სტრასბურგის პოზიციის შესაბამისად. ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, მე რა თქმა უნდა, შიმშილობას არ ვწყვეტ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ბოლოს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 42-ე დღეა შიმშილობს, განაცხადა, რომ მზად არის გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოწოდება შიმშილობის შეწყვეტის შესახებ იმ პირობით, თუ მისი რეაბილიტაციისთვის მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა. ამასთან, მან შიმშილობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა ელენე ხოშტარიას.

ხოშტარიას თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ ყველასთვის შექმნა შესაძლებლობა, რომ „ამ უმწვავესი კრიზის ფაზიდან მეტნაკლებად ზიანის გარეშე გამოვიდეთ“.

„მიხეილ სააკაშვილმა ეს სიტუაცია გამოიყენა, მან გადადგა ეს ნაბიჯი და ჩამოაყალიბა ძალიან მკაფიო პოზიცია, ის წყვეტს შიმშილობას ძალიან ლეგიტიმური და კონკრეტული დათქმით, ეს არის სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა“, – თქვა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში 9 დღეა შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]