weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად ემსგავსება წინა ხელისუფლებას – ვიოლა ფონ კრამონი

10:58 პარასკევი, 12 ნოემბერი 2021

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ სულ უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას.

„შეძრწუნებული ვარ ციხეში ექსპრეზიდენტ სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობით. საქართველოს მთავრობის მიერ ამ ვიდეოების გავრცელება სავალალოა.

საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება, ხოლო „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად ემსგავსება წინა ხელისუფლებას. საქართველო უკეთესს იმსახურებს.

სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მიეცეს უფლება, რომ დაესწროს საკუთარ არაპოლიტიზებულ სასამართლო პროცესს.

საქართველომ უნდა გამოვიდეს ამ არეულობიდან და დაიწყოს რეალურ პრობლემებზე მუშაობა, როგორიც არის რუსული ოკუპაცია, სიღარიბე და დემოკრატიის უკუსვლა.

ვინ ხეირობს ამ არასაჭირო დრამით? არა საქართველოს მოსახლეობა ან მისი საერთაშორისო მეგობრები, არამედ ისინი, ვინც სიამოვნებით თელავენ ქართულ ხუთჯვრიან დროშას“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ევროპარლამენტარმა Twitter-ზე გამოაქვეყნა ფოტო რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის „როსია 1“-ის გადაცემიდან, რომელშიც საქართველოში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს განიხილავდნენ. გადაცემის მიმდინარეობისას სტუდიის იატაკზე, გადაცემის წამყვანების ფეხქვეშ, საქართველოში დროშა იყო გამოსახული.

11 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“ გამოაქვეყნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში (N18 სამკურნალო დაწესებულება) შეყვანის და პალატაში მოთავსების ამსახველი ვიდეომასალის ფრაგმენტები. კადრებით დადასტურდა, რომ სააკაშვილი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით მოათავსეს. დაწესებულების თანამშრომლებმა ყოფილი პრეზიდენტი რეანომობილიდან ძალით ჩამოიყვანეს, ხელებსა და ფეხებში მოკიდეს ხელი და ასე აიყვანეს რამდენიმე სართულზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]