weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა მოითხოვა

14:17 პარასკევი, 12 ნოემბერი 2021

ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა საქართველოში იმყოფება. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში მონახულებაა.

ფოტიგას თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან სააკაშვილის მონახულებაზე ნებართვა მოითხოვა და იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება.

„შეშფოთებული ვარ როგორც პიროვნება, რომელსაც ხშირი კონტაქტი ჰქონდა სააკაშვილთან, როდესაც ის პრეზიდენტი იყო, ხოლო მე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი. იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კადრებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. აქ ვარ, რათა შევაფასო არსებული ვითარება. ვიმედოვნებ, ბატონ სააკაშვილს მოვინახულებ“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

ევროპარლამენტარის თქმით, ზოგადად, საქართველოშია იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს ქვეყანას ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით: „ნატოს გენერალური მდივნის მიერ დავინიშნე ნატოს ექსპერტად და ყველაფერი მოწმობს, რომ საქართველოს ნათელი მომავალი ელოდება. ვიმედოვნებ, ქართველები მიაღწევენ პოლიტიკურ კონსენსუსს ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით, რადგან ბევრი იქნება დამოკიდებული თქვენს შესაძლებლობებზე, გაერთიანდეთ საერთო მიზნების ირგვლივ“.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 43-ე დღეა შიმშილობს. პირველი ოქტომბრიდან ის სასჯელს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა, 8 ნოემბერს კი მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით გადაიყვანეს გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]