ჯონდო მდივნიშვილი „ლიბერთი ბანკში“ 2008 წლიდან მუშაობდა. 2008–2011 წლებში იყო ლაგოდეხის ფილიალის მენეჯერი, 2011–2013 წლებში „ლიბერთი ბანკის“ ცენტრალურ ოფისში „ლიბერთი ექსპრესის“ მხარდაჭერის სამსახურის უფროსი. 2008 წლამდე კერძო სექტორში საქმიანობდა. პროფესიით ეკონომისტია.
ჯონდო მდივნიშვილი 45 წლის არის. ცხოვრობს ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში.
მისი კანდიდატურა, „ქართული ოცნებიდან“, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც განიხილებოდა ლაგოდეხი–ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, თუმცა სახელისუფლებო პარტიიდან მაშინ არჩევნებში მონაწილეობა გურამ მაჭარაშვილმა მიიღო.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.