weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქართული ოცნებიდან“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილია

21:54 ორშაბათი, 04 სექტემბერი 2017

პარტია „ქართული ოცნებიდან“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილია, რომელიც 2013 წლიდან დღემდე „ლიბერთი ბანკის“ კახეთის რეგიონული ფილიალის მმართველი იყო.

ჯონდო მდივნიშვილი „ლიბერთი ბანკში“ 2008 წლიდან მუშაობდა. 2008–2011 წლებში იყო ლაგოდეხის ფილიალის მენეჯერი, 2011–2013 წლებში „ლიბერთი ბანკის“ ცენტრალურ ოფისში „ლიბერთი ექსპრესის“ მხარდაჭერის სამსახურის უფროსი. 2008 წლამდე კერძო სექტორში საქმიანობდა. პროფესიით ეკონომისტია.

ჯონდო მდივნიშვილი 45 წლის არის. ცხოვრობს ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში.

მისი კანდიდატურა, „ქართული ოცნებიდან“, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც განიხილებოდა ლაგოდეხი–ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, თუმცა სახელისუფლებო პარტიიდან მაშინ არჩევნებში მონაწილეობა გურამ მაჭარაშვილმა მიიღო.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]