weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოშია

12:29 ორშაბათი, 15 ნოემბერი 2021

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოში ჩამოვიდა. როგორც მან ჟურნალიტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში სავარაუდოდ ხვალ შევა.

„მიხეილ სააკაშვილმა მომწერა წერილი და უნდა, რომ მასთან მივიდე. ამისთვის ჩამოვედი. ჩვენს მიერ ყველა აუცილებელი წერილი გაგზავნილია იუსტიციის მინისტრთან, ასევე გაგზავნილია ნოტა ჩვენს საელჩოში. ველოდებით პასუხს, რომ ხვალ შევძლოთ მიხეილ სააკაშვილის მონახულება“, – განაცხადა დენისოვამ.

უკრაინის სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა წამებაა და ირღვევა მისი სიცოცხლის უფლებაც.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრანის მოქალაქეა, პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააკავეს. 20 ოქტომბერს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მან სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში იმყოფებოდა.

ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე. მას 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა. 20 ოქტომბერს, საქართველოში არალეგალურად შემოსვლიდან 23-ე დღეს, სააკაშვილს ბრალი სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლითაც წარუდგინეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან სასჯელს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა, 8 ნოემბერს კი გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ის 46-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]