weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დღეს მიშა არის საქართველო. თუ მიშას მოერევიან, მოერევიან საქართველოს – ბურჭულაძე

13:49 ორშაბათი, 15 ნოემბერი 2021

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას ხვალ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყებს.

„ჩემი ჩამოსვლის მიზანი არის ის, რომ მე არ მინდა ვიყო თანამონაწილე, თუ რამე მოუვა მიშას. ახლა წყდება ჩვენი ცხოვრების ბედი. დღეს მიშა არის საქართველო. თუ მიშას მოერევიან, მოერევიან საქართველოს. დღეს მიშაზე გადის საქართველოს მომავალი. გადავარჩენთ მიშას, გადავარჩენთ საქართველოს. მე დღეს მოვდივარ და ხვალ, გამთენიისას უკვე ვიქნები საქართველოში. ლოკაცია არ ვიცი, სად ვიშიმშილებ. გამორიცხულია კონსერვატორია და ოპერის თეატრი, მოვნახავ სხვა ლოკაციას, სადაც, ჩემი აზრით, შემომიერთდებიან ხელოვანები“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ „მთავარი არხის“ ეთერში.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება და 46-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ასევე შიმშილობა აქვს გამოცხადებული პარლამენტის 10 დეპუტატს: ელენე ხოშტარიას, აკაკი მინაშვილს, ლევან ბეჟაშვილს, დავით კირკიტაძეს, გიორგი გოდაბრელიძეს, ნიკა მაჭუტაძეს, თემურ ჯანაშიას, ბაჩუკი ქარდავას, აბდულ ისმაილოვის და სულხან სიბაშვილს.

N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარმა ექიმმა, მანანა ელეფტეროვამ გუშინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მასზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება, უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევები და იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]