weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„არ მოკლათ“ – თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

18:29 ორშაბათი, 15 ნოემბერი 2021
რადიო თავისუფლების ფოტო რადიო თავისუფლების ფოტო

თბილისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, მსვლელობა ლოზუნგით – „არ მოკლათ“ გაიმართა. მსვლელობის მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ.

დემონსტრანტების მსვლელობა მეტროსადგურ „ავლაბრის“ ტერიტორიიდან დაწყო და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დასრულდა. თავდაპირველად, აქციის ორგანიზატორები მტკვირს ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვას აპირებდნენ.

საპროტესტო მსვლელობა პოლიციის, სპეცრაზმის და წყლის ჭავლის მანქანების მობილიზების ფონზე ჩატარდა. მანამდე კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, საპროტესტო აქციები ყოველდღე გაიმართება.

„ამ რეჟიმს დღეს უნდოდა სისხლისღვრა, მაგრამ ვერ მიიღეს. საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდა, რომ ოპოზიცია არის პასუხისმგებლიანი და ხელისუფლება პროვოკაციული. ერთის მხრივ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეა გადასარჩენი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ სახელმწიფო ევროპული განვითარების გზაზე. „ქართული ოცნება“ ეთამაშება ცეცხლს და ეთამაშება ადამიანის სიცოცხლეს. ბრძოლა გრძელდება ყოველდღიურად, მოთმინებით, არაძალადობრივად, მწვავედ. რეჟიმი, რომელიც მხოლოდ რობოკოპებზე და სპეცრაზმზე დგას, მალე ჩამოიშლება, რეჟიმი ძალიან მალე დამარცხდება“, – განაცხადა მელიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. ის 46 დღეა შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]