weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოპოზიცია 19 ნოემბერს თბილისში, სამი ლოკაციიდან მსვლელობას გამართავს

14:38 ოთხშაბათი, 17 ნოემბერი 2021

პარტიები – „ლელო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ პარასკევს, თბილისში, სამი ადგილიდან საპროტესტო მსვლელობას გამართავენ. ამის შესახებ პარტიების ლიდერებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

„ვაგრძელებთ საპროტესტო მძლავრ, უწყვეტ, არაძალადობრივ მოძრაობას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიმართოს პარასკევს, 3 საათზე, თბილისში 3 განსხვავებული გეოგრაფიული ლოკაციიდან მსვლელობა, მანიფესტაცია, დემონსტრაცია, რაც გინდათ, ის დაარქვით. 3 საათზე მეტრო „ავლაბართან“ შეიკრიბება ენმ-ის მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი, მეტრო „ვაგზლის მოედანთან“ იმავე დროს, მსვლელობას სათავეში ჩაუდგება პარტია „ლელო“ და არა მხოლოდ, მესამე ლოკაცია მეტროსადგური „უნივერსიტეტია“, ვაჟა-ფშაველას გამზირის ბოლოში. მსვლელობას სათავეში ჩაუდგება „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, მანიფესტაციაზე ელოდებიან ყველა ადამიანს, ვისაც უნდა თავისუფლება, დემოკრატიული განვითარება, განათლებული ახალგაზრდობა და უზრუნველყოფილი უფროსი თაობა.

„საქართველოში სწრაფი ტემპით ყალიბდება რუსული ტიპის ავტოკრატია. „ქართული ოცნების“ რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს გვართმევს ისტორიულ არცევანს, რომელიც გულისხმობს კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებათა დაცვაზე მდგომ სახელმწიფოს, რომელიც უნდა იყოს ინტეგრირებული ცივილიზებულ, დემოკრატიულ სამყაროსთან. ამ ყველაფერზე ღიად განაცხადეს უარი.

ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ვალია, განურჩევლად სტატუსისა, პროფესიისა, საქმიანობისა, ვართ პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები, ექიმები თუ უბრალოდ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს პასპორტი უდევთ ჯიბეში – ყველას გვაქვს ერთი ამოცანა, არ მოხდეს ის, რაც მოხდა რუსეთში, რაც მოხდა ბელორუსიაში. რუსული ტიპის ავტოკრატიამ საქართველოში ფესვები ვერ უნდა გაიდგას“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დაგეგმილი მსვლელობა ზეპარტიული ღონისძიებაა იმიტომ, რომ საქმე ქვეყნის კურსს ეხება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]